რა არის "ფაკიური ლინზა" ICL?
რა არის „ფაკიური ლინზა“ ICL?
თუ თქვენ დიდი ხანია ეძებთ სათვალის ან კონტაქტური ლინზების გრძელვადიან ალტერნატივას, შესაძლოა ICL (Implantable Collamer Lens — იმპლანტირებადი კოლამერის ლინზა) თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი იყოს.
ICL — არის რეფრაქციული ქირურგიის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც სწორი გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც აქვს მაღალი რეფრაქციული მანკის ხარისხი ან ვისთვისაც ლაზერული კორექცია არ არის მიზანშეწონილი.
როგორ მუშაობს ICL?
ICL არის რეფრაქციული ქირურგიის ტიპი, რომლის დროსაც სპეციალური ლინზა თავსდება თვალის შიგნით — უშუალოდ თვალის ფერად გარსსა და ბუნებრივ ბროლს შორის. იგი ბუნებრივი მხედველობის სისტემასთან ერთად მუშაობს, რათა უზრუნველყოს უფრო მკაფიო ხედვა.
მხედველობის ლაზერული კორექციისგან განსხვავებით, ICL ოპერაციის დროს რქოვანას ქსოვილი არ იკვეთება. იგი, როგორც წესი, რეკომენდებულია ახლომხედველობის, შორსმხედველობის ან ასტიგმატიზმის მქონე პირებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც დიოპტრიები მაღალია.
ICL-ის მთავარი უპირატესობები:
-
სწრაფი შედეგი: ოპერაციის შემდეგ მალევე მიიღწევა კარგი მხედველობა.
-
ბუნებრიობის შენარჩუნება: ინარჩუნებს თვალის ბუნებრივ ბროლს, რაც ხელს უწყობს აკომოდაციის შენარჩუნებას.
-
უსაფრთხოება: არ იცვლება რქოვანას სტრუქტურა.
-
კომფორტი: არ იწვევს თვალის სიმშრალეს ისე, როგორც ზოგიერთი კონტაქტური ლინზა.
-
უნივერსალურობა: იდეალურია მაღალი რეფრაქციული მანკების ან თხელი რქოვანას მქონე ადამიანებისთვის.
-
თავისუფლება: ათავისუფლებს ადამიანს სათვალისა და კონტაქტური ლინზებისგან.
-
რეაბილიტაცია: შესაძლებელს ხდის მალევე დაუბრუნდეთ ყოველდღიურ საქმიანობას.
Lasik თუ ICL?
მიუხედავად იმისა, რომ LASIK პოპულარულია, ის ყველასთვის შესაფერისი არ არის:
-
რქოვანას ფორმა: LASIK იყენებს ლაზერს რქოვანას ფორმის შესაცვლელად, ICL კი არ ცვლის რქოვანას, რაც ამცირებს თვალის სიმშრალის რისკს.
-
ჩვენებები: ICL გამოსავალია თხელი რქოვანის ან მაღალი რეფრაქციული მანკის მქონე ადამიანებისთვის.
-
სირთულე: LASIK უფრო ხშირად გამოიყენება მსუბუქი ან საშუალო რეფრაქციული მანკის დროს.
-
მსგავსება: ორივე მეთოდი უზრუნველყოფს მკაფიო მხედველობასა და სწრაფ აღდგენას — სწორი არჩევანი დამოკიდებულია თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
რას უნდა ველოდოთ პროცედურისგან?
ლინზა მოთავსებულია ფერადი გარსის უკან და გარედან არ ჩანს. იგი არ საჭიროებს სპეციფიურ მოვლას, როგორც ჩვეულებრივი კონტაქტური ლინზები.
შედეგები ინდივიდუალურია, თუმცა პაციენტთა უმრავლესობას აქვს მხედველობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. პაციენტთა უმრავლესობა რამდენიმე დღეში უბრუნდება ჩვეულებრივ საქმიანობას. სრული აღდგენა ინდივიდუალურია, თუმცა დისკომფორტი მინიმალურია.
რა არის საჭირო იმპლანტაციისთვის?
იმისათვის, რომ ჩაგიტარდეთ ფაკიური ლინზის იმპლანტაცია, საჭიროა:
-
არ უჩიოდეთ მხედველობის გაუარესებას დაახლოებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
-
მნიშვნელოვანია წინა საკნის სიღრმის, ენდოთელური უჯრედების რაოდენობის განსაზღვრა.
-
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასაკობრივი ცვლილებების დროს, როგორიცაა კატარაქტა, საჭირო ხდება ლინზის ამოღება.
შეჯამება
თუ მთელი ცხოვრება სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს ატარებდით და ეძებთ ისეთ მეთოდს ქირურგიული გზით, რომელიც მოგცემთ აქტიური ცხოვრების საშუალებას (როდესაც ვერ ხერხდება ლაზერული კორექცია), შესაძლოა ICL იყოს თქვენთვის ოპტიმალური ჩარევა.
იმის გასაგებად, შესაძლებელია თუ არა თქვენთან ფაკიური ლინზის იმპლანტაცია, დაჯავშნეთ ვიზიტი კვალიფიციურ და გამოცდილ ოფთალმოლოგთან.
სტატიის ავტორი: ანა კუკავა